45 500 გარდაცვლილი - დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების გამკაცრებას იწყებს
45 500 გარდაცვლილი - დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების გამკაცრებას იწყებს

A+ A-

10:01 24/07/2020

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. რეგულაციების გამკაცრება შეეხება ბანკებსა და სახლში მიტანის სერვისებს.

კანონდამრღვევი პირები 100 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდებიან.

პირბადის ტარებისგან 11 წლამდე მოზარდები და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები თავისუფლდებიან.

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 297 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 45 500 ადამიანი ვირუსს უკვე ემსხვერპლა.