„COVID-19”-ს ჰოლივუდის ვარსკვლავი მელ გიბსონიც ვერ გადაურჩა
„COVID-19”-ს ჰოლივუდის ვარსკვლავი მელ გიბსონიც  ვერ გადაურჩა

A+ A-

14:35 24/07/2020

„COVID-19”-ს ჰოლივუდის ვარსკვლავი მელ გიბსონიც ვერ გადაურჩა.

ამის შესახებ გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, წარმოშობით ავსტრალიელმა, 64 წლის გიბსონმა, აპრილში ერთი კვირა კლინიკაში გაატარა.

„საავადმყოფოში ყოფნის დროს გიბსონი „რემდესივირით“ მკურნალობდა. შემდეგ ტესტებმა არა ერთხელ აჩვენეს უარყოფითი პასუხი, ასევე გიბსონს დაუდასტურდა ანტისხეულების არსებობაც“, – განაცხადა მსახიობისა და რეჟისორის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიციორდნენ მსახიობები: იდრის ელბა, ტომ ჰენკსი, რიტა უილსონი და ოლგა კურილენკო.