ბათუმის მაჟორიტარობისთვის, დიდი ალბათობით, ლევან ვარშალომიძე იბრძოლებს
ბათუმის მაჟორიტარობისთვის, დიდი ალბათობით, ლევან ვარშალომიძე იბრძოლებს

A+ A-

12:03 27/07/2020

“2020NEWS”-ის ინფორმაციით, ბათუმის მაჟორიტარობისთვის, დიდი ალბათობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე იბრძოლებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლოდერის მაჟორიტარობის კანდიდატობას მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.

როგორც “2020NEWS“-ს პარტიაში განუცხადეს, ამ ეპატზე რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ცნობისთვის, ვაშალომიძე ამ დრომდე უკრაინაში იმყოფება და უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნის პოზიციაზეა დასაქმებული.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ ბათუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად რესან კონცელიძე წარადგინა.

ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 2004-დან - 2012 წლამდე იყო.