იორიკირით მოპოვებული გამარჯვება – ტოჩინოშინის მე-6 მოგება ნაგოია ბაშოზე
იორიკირით მოპოვებული გამარჯვება – ტოჩინოშინის მე-6 მოგება ნაგოია ბაშოზე

A+ A-

13:29 27/07/2020

ნაგოია ბაშოს” მე-9 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა მასაკაცუ იშიურა იყო, რომელსაც ქართველი სუმოისტი მეექვსედ შეხვდა და მეოთხედ მოუგო.

ლევან გორგაძემ გამარჯვება იორიკირით მოიპოვა.

ტოჩინოშინს დღევანდელი დღის შემდეგ მოგება-წაგებათა ბალანსი 6:3-ზე აქვს და “კაჩი-კოშის” გასაფორმებლად დარჩენილ 6 ბრძოლაში 2 გამარჯვების გაფორმება სჭირდება.

ლევან გორგაძე მეათე შეხვედრას 28 ივლისს გამართავს.