“ვაშინგტონში უნდა ახსოვდეთ, თუ არ შეწყვეტენ მუქარას და არ შეცვლიან დამოკიდებულებას, ერთგულ მოკავშირეს დაკარგავენ”
“ვაშინგტონში უნდა ახსოვდეთ, თუ არ შეწყვეტენ მუქარას და არ შეცვლიან დამოკიდებულებას, ერთგულ მოკავშირეს დაკარგავენ”

A+ A-

01:13 22/10/2018

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს.

ერდოღანის განცადებით, აშშ-მა შესაძლოა, თურქეთის სახით ერთგული მოკავშირე დაკარგოს, თუ ვაშინგტონი ანკარას წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

“ჩვენ არ ვართ მიბმულები აშშ-თან. ვაშინგტონში უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ისინი არ შეწყვეტენ მუქარას და არ შეცვლიან დამოკიდებულებას, მაშინ დაკარგავენ ერთგულ მოკავშირეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთს სანქციების დაწესებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაიმუქრა. მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თუ ანკარა არ გაათავისუფლებს ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს, მაშინ აშშ-ი მზად იქნება, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისთვის.

პასტორ ბრანსონს თურქეთში 2016 წლის უშედეგო პუტჩის ორგანიზატორთა დახმარებაში სდებენ ბრალს. ის ამჟამად შინაპატიმრობაში რჩება.