რაგბის კავშირის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

A+ A-

13:25 30/07/2020

 რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა.

გავვრცელებული ინფორმაციით,  გადაწყვეტილების მიზეზი, ქართულ რაგბში შემქნილი კრიზისული მდგომარეობაა, რაც საქართველოს სარაგბო ჩემპიონატს უკავშირდება.

„დიდი ათის“ განახლება კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ცნობისთვის, გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ახალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ 2020 წლის ნოემბერში გაიმართება.