"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მთავრობისათვის ახალი ინვესტორების მოძიებაში ხელის შეშლას ცდილობს - თურნავა
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მთავრობისათვის ახალი ინვესტორების მოძიებაში ხელის შეშლას ცდილობს - თურნავა

A+ A-

17:17 30/07/2020

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმითვე, კონსორციუმი მთავრობისათვის ახალი ინვესტორების მოძიებაში ხელის შეშლას ცდილობს და საკითხის პოლიტიზირებას ახდენს.

„კონსროციუთან ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა, ახლა 2020 წელია და ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ უკვე ანაკლიის მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, კონსორციუმმა სამთავრობო ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მოვალეობა და ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას. ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ეს არის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა და ასევე მცდელობა, რომ მთავრობას ხელი შეგვიშალოს ახალი ინვესტორის მოძიებაში. ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ სატენდერო პაკეტის განახლებაზე და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“,- ამბობს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 30 ივლისს ცნობილი გახდა ერთ-ერთმა დიდმა ინვესტორმა ბობ მეიერმა და „ანაკლიის განვითარების კონორციუმა“ საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანეს და საქართველოს დანაკარგების ასანაზღაურებლად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს სთხოვენ.