წითელი არშია წითელი კუწუბებით - როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტის დროშა?
წითელი არშია  წითელი კუწუბებით - როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტის დროშა?

A+ A-

12:24 31/07/2020

საქართველოს პრეზიდენტის დროშა  სალომე ზურაბიშვილმა დაამტკიცა. საკანონმდებლო მაცნეში ბრძანებულება 30 ივლისს გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, დროშას აქვს წითელი არშია  წითელი კუწუბებით .  

"საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი - წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან" - წერია ბრძანებულების დანართში.