ფიფას პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ფიფას პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

A+ A-

13:10 31/07/2020

შვეიცარიაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ.

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი დანაშაულებრივ საქმიანობაშია შემჩნეული, რომელიც ორგანიზაციის შიგნით კორუფციულ გარიგებებს გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურ მაქინაციებში ფიფას მოქმედი პრეზიდენტის გარდა ჩართულნი იყვნენ მთავარი პროკურორები.

ცნობისთვის, რომ რამდენიმე წლის წინ ფიფასა და უეფას პრეზიდენტებიც ამხილეს კორუფციაში.