სიმსივნის გამომწვევ საღებავ "სუდანზე" ლაბორატორიული დასკვნის გარეშე, წითელი წიწაკის შემოტანა აიკრძალა
სიმსივნის გამომწვევ საღებავ "სუდანზე" ლაბორატორიული დასკვნის გარეშე, წითელი წიწაკის შემოტანა აიკრძალა

A+ A-

13:46 31/07/2020

საქართველოში სიმსივნის გამომწვევ საღებავ "სუდანზე" ლაბორატორიული დასკვნის გარეშე, წითელი წიწაკის შემოტანა აიკრძალა.

ამის შესახემ, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წევრი, ნოდარ ტანგიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, ორგანიზებულ კონფერენციაზე გავიგე, რამდენიმე კარგი ამბავი. თბილისში მოქმედი ტყვიის შემცველი საღებავით ყვითელი სუნელის ფალსიფიკაციის ჩამდენ საამქროსთან დაკავშირებული ორი პირი პასუხისმგებლობაში მიუციათ. ასევე, აიკრძალა საზღვარზე წითელი წიწაკის შემოტანა სიმსივნის გამომწვევ საღებავ "სუდანზე" ლაბორატორიული დასკვნის გარეშე. ფოთსა და სარფში ასობით ტონა იმპორტირებული წითელი წიწაკის სასურსათო პარტია გაანადგურეს ან შეაყოვნეს ექსპერტიზამდე. სამწუხაროდ, პრობლემა რჩება და იმედია, ასეთი მკაცრი მაგრამ საჭირო ნაბიჯებით ჩვენი საკვები და გარემო მეტად უსაფრთხო გახდება“, - წერს ტანგიაშვილი.