დონალდ ტრამი აშშ-ში TikTok-ს კრძალავს?
დონალდ ტრამი აშშ-ში TikTok-ს კრძალავს?

A+ A-

09:49 01/08/2020

დონალდ ტრამპი აშშ-ში პოპულარული აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ AFP იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამისთვის საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების გამოყენება ან აკრძალვის შესახებ ოფიციალური განკარგულების ხელმოწერა უკვე დღეს შეუძლია. ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ აპლიკაციის ამერიკული კომპანიის შეძენას მხარს არ უჭერს.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინური აპლიკაციის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომას, მათ შორის აკრძალვასაც განიხილავს.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ TikTok-ი ჩინეთის მთავრობაზე მუშაობს და მომხმარებლების პირად მონაცემებს იპარავს. კომპანიაში ამას უარყოფენ. 30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა TikTok-ი და ათობით სხვა ჩინური აპლიკაცია აკრძალა.