ჩვენმა ქვეყანამ შეუძლებელი შეძლო - ლევან რატიანი
ჩვენმა ქვეყანამ შეუძლებელი შეძლო - ლევან რატიანი

A+ A-

13:29 01/08/2020

ძალიან ძნელი იყო, ებრძოლო დაავადებას, რომელიც სამედიცინო ლიტერატურაში მხოლოდ წაკითხული გაქვს და მასზე არ გიმუშავია. პირველად, ეს იყო დაბნეულობის გამომწვევი. მოგეხსნებათ, როდესაც ეს ვირუსი გაჩნდა და გავრცელდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში, გლობალურად, სხვადასხვა აზრი ჩამოყალიბდა მის ვერიფიკაციაზე, მიმდინარეობაზე, მკურნალობასა და გამოსავალზე, მაგრამ ამ ყველაფერმა ვირუსზე ბევრი რამ გვასწავლა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა.

„ამ ეტაპამდე არ არსებობს არც ერთი სამკურნალო, საწამლო საშუალება, რომელიც, როგოც პრევენციის, ისე - სამკურნალო, პათოგენოზურ ჯაჭვზე მოქმედებს, მაგრამ შევეცადეთ, რომ პაციენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომით გვემკურნალა. პაციენტის მკურნალობას არ განვიხილავდით იმ პროტოკოლით, რომელიც სახელმწიფოსა და მსოფლიოში არსებობს. ამას განვიხილავდით მულტიდისციპლინურ ჯგუფთან, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი თენგიზ ცერცვაძეა. აქედან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად, შედეგი დავდეთ. ჩვენმა ქვეყანამ შეუძლებელი შეძლო. როდესაც ყოველდღიურად ხსნი მეილს და ინფორმაციის გაზიარებას გთხოვს ამა თუ იმ ქვეყნის სპეციალისტი, ეს ძალიან საამაყოა“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.