პოეტი მალხაზ მაჭავარიანი გარდაიცვალა
პოეტი მალხაზ მაჭავარიანი გარდაიცვალა

A+ A-

14:35 01/08/2020

 71 წლის ასაკში პოეტი მალხაზ მაჭავარიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახს დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მიუსამძიმრა.

"იმერეთს კიდევ ერთი პატივსაცემი, საამაყო კაცი და შემოქმედი დააკლდა. მალხაზ მაჭავარიანს უყვარდა სამშობლო, იმერეთი და თავისი ზესტაფონი, რომლის შესახებაც ყოველი შეხვედრისას ახალ-ახალ და უცნობ ისტორიებს მიყვებოდა. მან ნამდვილად დატოვა თავისი ღირსეული კვალი.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს და ზესტაფონს, რომელიც არასოდეს დაივიწყებს მალხაზ მაჭავარიანს", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მალხაზ მაჭავარიანი 1949 წლის 2 ივლისს ზესტაფონში დაიბადა, მისი პირველი პოეტური კრებული 1988 წელს გამოვიდა. სხვადასხვა დროს იყო უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მემატიანე.  2019 წელს ის ზესტაფონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.