საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა - ჯანმო
საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა - ჯანმო

A+ A-

16:15 02/08/2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  კორონავირუსის პანდემიის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა – ამის შესახებ ჯანოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა ჟენევაში, 31 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ჯანმო-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პანდემია “არის კრიზისი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება, მისი შედეგები იგრძნობა მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც”.

ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის “ბევრი საკითხი მოგვარებულია, მაგრამ ბევრს ჯერ კიდევ პასუხი უნდა გაეცეს”.

კომიტეტის წინა სამი შეხვედრა გაიმართა 22-23 იანვარს, 30 იანვარსა და 30 აპრილს. 30 იანვარს, კომიტეტის წევრების რეკომენდაციით, ჯანმოს ხელმძღვანელმა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.