კოსოვოს პრემიერი ავდულა ჰოტი კორონავირუსით დაინფიცირდა
კოსოვოს პრემიერი ავდულა ჰოტი კორონავირუსით დაინფიცირდა

A+ A-

08:45 03/08/2020

კორონავირუსით დაინფიცირდა კოსოვოს პრემიერი ავდულა ჰოტი. ჰოტი ორი კვირა სახლში, თვითიზოლაციაში  იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა  „როიტერსი“ ავრცელებს.

„დღეს, მე კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარე და შედეგი დადებითი აღმოჩნდა. არ მაქვს არავითარი ნიშნები, გარდა ძალიან მსუბუქი ფორმით გაციებისა. მომავალი ორი კვირის განმავლობაში, სახლში თვითიზოლაციაში გადავდივარ. მოვალეობებს სახლიდან შევასრულებ“, -  წერს სოციალურ ქსელში პრემიერი ჰოტი.

როიტერსი წერს, რომ პრემიერსა და მის მთავრობას პანდემიასთან ბრძოლაში არასაკმარისი ძალისხმევის გამო, მოსახლეობა  მკაცრად აკრიტიკებს, რადგან ბოლო პერიოდში,  კოსოვოში ვირუსით ინფიცირების ფაქტებმა იმატა. სულ დაფიქსირებულია 9 000-მდე შემთხვევა, ხოლო 250 ადამიანი გარდაიცვალა.