აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება

A+ A-

12:16 03/08/2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები, 3 ნოემბერს გაიმართება.

ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო ფოსტით ხმის მიცემა ზუსტ შედეგს ვერ აჩვენებს.