გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდსა და ფოთში საკუთარ კანდიდატებს დაუყენებს
გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას  „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდსა და ფოთში საკუთარ კანდიდატებს დაუყენებს

A+ A-

14:08 03/08/2020

თბილისის გარეთ, ყველა ოლქში „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ „2020NEWS“-ს “ნაცმოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

თუ ეს ასე მოხდება, ფაქტია, რეგიონებში მძიმე ბრძოლა გაიმართება და შესაბამისად,  „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის  კანდიდატების -  გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიასთან დაპირისპირებულ მხარედ არათუ „ქართული ოცნების“, არამედ მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებსაც ვიხილავთ.

„როგორც თავიდანდე ვთქვით,  „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა მაჟორიტარულ ოლქში, თბილისის გარეთ საკუთარ კანდიდატს წარვადგენთ“,  - განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, ხოლო რაც შეეხება გიგი უგულავას, ის ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

ხატია მამულია