„ძალა ერთობაშია“ და არა - ტალახის სროლაში! - ვაშაძის პასუხი სააკაშვილს
„ძალა ერთობაშია“ და არა - ტალახის სროლაში! - ვაშაძის პასუხი სააკაშვილს

A+ A-

15:48 03/08/2020

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საგანგებო ბრიფინგით პასუხობს და ამბობს, რომ გამარჯვების ძალა და „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა სწორედ ერთიანობაში და ერთად დგომაშია.

„დიახ, ვაპირებ გავხდე პრემიერ-მინისტრი. ერთადერთი მიზნით, რომ აღარცერთ ადამიანს ნაგავსაყრელზე არ უწევდეს ლუკმაპურის ძიება. ძალა ერთობაშია და არა - ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში, პირდაპირ მინდა ვთქვა ეს“, - განაცხადა ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე, თქმით, იგი პრემიერ-მინისტრი გახდება და მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძემ კოალიცია “ძალა ერთობაშია” დატოვა თვლის, რომ გამარჯვების ძალა სწორედ ოპოზიციის ერთად დგომაშია.

 ვაშაძის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ მომავალსა და ერთიანობაზე უნდა იფიქროს, მათთან ერთად, რადგან ერთად დგომა ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთ გადაცემაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ გააკეთა განცხადება და განცხადა, რომ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილი ის „ბნელს მხარეს გადაათრია“.