ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან - დაშავებლია ორი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან - დაშავებლია ორი ადამიანი

A+ A-

16:39 03/08/2020

დღეს, 3 აგვისტოს, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია