უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს - გოგი თოფაძე შვილიშვილზე
უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს - გოგი თოფაძე შვილიშვილზე

A+ A-

16:45 03/08/2020

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ არის და 2 დღეში გახდება ცნობილი ზუსტი ინფორმაცია.

ამის შესახებ  „2020NEWS“-ს ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ თავადვე განუცხადა.

თავად გოგი თოფაძე ამ წუთებში ვაკის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

"უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს, თუმცა, ზუსტად ვერ გეტყვით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერაფერს, რადგან ექიმები მეუბნებიან, რომ 2 დღეში გახდება ცნობილი საბოლოო მდგომარეობა.

რაც შეეხება დაჭრის ფაქტს, ამაზე დამატებით ინფორმაციას ვეღარ მოგაწვდით, რადგან ვიმყოფები განყოფილებაში და არ მინდა საგამოძიებო სამუშაოებს ხელი შევუშალო", - განუცხადა სააგენტოს ბიზნესმენმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 აგვისტოს, თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენი გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს.

დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.  დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ბუსა ჟვანია, რომელსაც ასევე დაზიანება აქვს მიყენებული მუცლის არეში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ხატია მამულია