ეგვიპტემ ილონ მასკი პირამიდების სანახავად მიიწვია
ეგვიპტემ ილონ მასკი პირამიდების სანახავად მიიწვია

A+ A-

16:52 03/08/2020

ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ცნობილი მილიარდერი, SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ქვეყანაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალებით ნახოს, რომ პირამიდები უცხოპლანეტელების აშენებული არაა. 

რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ეგვიპტის ცნობილი პირამიდები უცხოპლანეტელების აშენებულია. ეს პოსტი, როგორც ჩანს "შეთქმულების თეორიის" მხარდამჭერი განცხადება იყო.

 

ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა თქვა, რომ არ სურს უცხოპლანეტელებს რაიმე დამსახურება ჰქონდეთ ამ საქმეში. მისი თქმით, საფლავებისა და პირამიდების ნახვა დასტური იქნება, რომ პირამიდები ადამიანის აშენებულია.

ილონ მასკის პოსტს მინისტრმა თავადაც  Twitter-ზე უპასუხა და დაწერა, მასკის გამომწერია და აღფრთოვანებულია მისი მუშაობით, თუმცა მოუწოდებს პირამიდებთან დაკავშირებით მტკიცებულებები ეძიოს.

მე გაპატიჟებით თქვენ და SpaceX-ს რომ შეისწავლოთ ნაწერები, თუ როგორ აშენდა პირამიდები. ასევე, ნახოთ პირამიდების მშენებლების საფლავები. ბატონო მასკ, გელოდებით, - წერს მინისტრი.

 

მასკის პოსტს უპასუხა ეგვიპტელმა მეცნიერმაც, რომელმაც დაწერა, რომ პირამიდის მშენებლების სამარხები თავად იპოვა და მასკის მოსაზრება "სრული ჰალუცინაციაა".

ეგვიპტეში 100-ზე მეტი გადარჩენილი პირამიდაა, მათ შორის ყველაზე ნობილი გიზას დიდი პირამიდაა. პირამიდების უმეტესობა სამარხების დატვირთვით აშენდა.

წყარო:"მთავარი არხი"