სომხეთში რობერტ ქოჩარიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ
სომხეთში რობერტ ქოჩარიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ

A+ A-

02:38 22/10/2018

ერევანში სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის გათავისუფლებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქოჩარიანი დღეს საგანგებო პრესკონფერენციის მოწყობას გეგმავდა, თუმცა დარბაზში მისი მოწინააღმდეგეები შეიჭრნენ, რის გამოც პრესკონფერენცია ჩაიშალა.

“ჩვენ ყველა 1 მარტის მსხვერპლი ვართ, მოვითხოვთ ქოჩარიანი დაკავებას და სამუდამო პატიმრობას. სომხეთში უკვე მოხდა რევოლუცია, ხელისუფლება თავის მოვალეობას ასრულებს. სომხეთში თავისუფალი, დამოუკიდებელი მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებიც მზად არიან სამართლიანობის აღდგენის პროცესის მონაწილეები გახდნენ. უსამართლობას არ მოვითმენთ”, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ქოჩარიანს 26 ივლისს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევის ბრალდებით წაუყენეს, 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა გუშინ ის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.