ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

A+ A-

17:06 03/08/2020

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0719 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0721 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.02 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6021 ლარია.

მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6420 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.99 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4402 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0008 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 აგვისტოდან შევა ძალაში.