თბილისში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ერთ-ერთ სტადიონს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა
თბილისში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ერთ-ერთ სტადიონს გარდაცვლილი  ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა

A+ A-

17:30 03/08/2020

თბილისში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა.

ღონისძიებას შაქარაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, თუმცა, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშრებით, კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, „საბურთალო“ ყველა ასაკობრივ გუნდში შაქარაშვილის 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს.

უახლოეს მომავალში კი გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის სახელობის საერთაშორისო ტურნირიც ჩატარდება.

ცნობისთვის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მოთამაშე იყო.

როგორც ცნობილია, შაქარაშვილმა აკადემიაში ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა.