რატომ წავიდა ლევან სამუშია "თავისუფალი დემოკრატებიდან" ?
რატომ წავიდა ლევან სამუშია "თავისუფალი დემოკრატებიდან" ?

A+ A-

17:18 03/08/2020

პარტია "თავისუფალი დემოკრატები"  მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად სამუშია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იგი დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

"2020NEWS" ინფორმაციით კი, სამუშიას მიერ პარტიის დატოვება  იმას უკავშირდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ევროპულ საქართველოსთან“ შექმნილმა კოალიციამ ის დღეს,  მაჟორიტარ კანდიდატად არ დაასახელა.

"მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია " თავისუფალი დემოკრატები" . წარმატებას ვუსურვებ " თავისუფალ დემოკრატებს"! სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას "რუსული ოცნების" წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.

P.შ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ", - წერს სამუშია.

ცნობისთვის, დღეს კოალიციამ "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ - მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა და მათ შორის "თავისუფალი დემოკრატებიდან" მაჟორიტარობისთვის, ჯერჯერობით, მხოლოდ შალვა შავგულიძე იბრძოლებს მთაწმინდა-კრწანისის ოლქში.