სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა - ვოლსკი
სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა - ვოლსკი

A+ A-

18:23 03/08/2020

წინასაარჩევნოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს არჩევნებში აღარ სჭირდება დამატებითი ბალასტი და იდეური მოწინააღმდეგე.

“მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, საკუთარი გადმოსახედიდან, დალაგებული და გეგმაზომიერი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან მოიხმარა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოსული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ძალები. დღეს, რასაკვირველია, მათ გარეშე სურს გზის გაგრძელება და არავის არ უთქვამს, რომ სააკაშვილი არ ყოფილა ან არ არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. რაღაც ერთი პერიოდი თითქოს ჩრდილში გადაიყვანეს, როდესაც ფიქრობდნენ, რომ თავისი ელექტორალური რესურსი წინ წამოეწიათ და ჩამოშორებოდნენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილის პერიოდში იყო.

დღეს უკვე მოვიდა წინასაარჩევნო პერიოდი და სააკაშვილს ეს აღარ აინტერესებს, წასულია ვა-ბანკზე და რასაკვირველია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.