იტალიაში ხიდის ჩანგრევას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
იტალიაში ხიდის ჩანგრევას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

A+ A-

02:39 22/10/2018

იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ იტალიის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ედუარდო რიქსიმ განაცხადა.

დაშავებულია 8 ადამიანი, მათგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად საინჟინრო კონსტრუქციის არამდგრადობა სახელდება. თვითმხილველების თქმით კი, ხიდს მეხი დაეცა.

ხიდი 1960 წელს ააშენეს, 2016 წელს მას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.