გოგონა ხიდის მოაჯირიდან რიონში გადავარდა - მაშველები მას ამ დრომდე ეძებენ
გოგონა ხიდის მოაჯირიდან რიონში გადავარდა - მაშველები მას ამ დრომდე ეძებენ

A+ A-

10:57 04/08/2020

ფოთში, მდინარე რიონში კვლავ ეძებენ 20 წლამდე გოგოს, რომელიც მდინარეში გუშინ გვიან ღამით გადავარდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, გოგონა ცოტნე დადიანის ხიდის მოაჯირზე იჯდა და ხიდიდან გადავარდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, პროცესში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის, 2 მყვინთავი.

ორი ნავი და ერთი ექოლოტი და მიმდინარეობს ფსკერის სკანირება.

შსს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.