23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავს - ისინი პროგრამისტის საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვენ
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავს - ისინი პროგრამისტის საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვენ

A+ A-

12:15 04/08/2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მათი შვილის საქმის გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ.

ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ მონაწილეობა მიიღონ აქციაში, რადგან რაც მეტი ადამიანი გავა, მოთხოვნის მხარდასაჭერად, ნით უფრო მეტად მიექცევა ამ საკითხს ყურადღება.