ბუსა ჟვანია საავადმყოფოდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
ბუსა ჟვანია საავადმყოფოდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

A+ A-

14:48 04/08/2020

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია საავადმყოფოდან გაწერეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

მას მსუბუქი ჭრილობები აქვს მიყენებული და გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თავადვე მიიყენა შემთხვევის ღამეს.

მისთვის აღმკვეთი ღონისძების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა დღესვე, 2 საათში გაიმართება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საკუთრ საცხოვრებელ სახლში, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ბაბუის სახლში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟმა, ბუსა ჟვანიამ დაჭრა.