"საქართველოს რკინიგზა" "საპარტნიორო ფონდს" ტოვებს - სტრატეგიული საინვესტიციო ფონდი იშლება?
"საქართველოს რკინიგზა" "საპარტნიორო ფონდს" ტოვებს -  სტრატეგიული საინვესტიციო ფონდი იშლება?

A+ A-

16:16 04/08/2020

საქართველოს რკინიგზასაპარტნიორო ფონდს ტოვებს. დატოვებენ თუ არა ამ ფონდს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და კომპანია „თელასი’? საერთოდაც, იშლება თუ არა სტრატეგიული საინვესტიციო ფონდი?

„2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან საინვესტიციო ფონდის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

საქართველოს მთავრობა, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ დამფუძნებელია, ჯერჯერობით, მედიასთან ამ ფაქტს არ ახმაურებს და კომენტარს არ აკეთებს, როდის დატოვებს ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი - „საქართველოს რკინიგზა“ სახელმწიფო „საინვესტიციო ფონდს“.

ფონდის დატოვებაზე არ საუბრობენ არც „საქართველოს რკინიგზაში“. როგორც „2020NEWS“-ს რკინიგზაში გაუნცხადეს, „საქართველოს რკინიგზა“ არ იღებს გადაწყვეტილებას „საპარტნიორო ფონდის“ დატოვება-არ დატოვების შესახებ. ეს არ არის მათი პრეროგატივა.

მათივე ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ დამფუძნებელი.

საპარტნიორო ფონდშიკი აცხადებენ, რომ ეს პროცესი დაწყებულია და მისი დასრულება საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომსაპარტნიორო ფონდისდამფუძნებელმა ენერგოობიექტებმასაპარტნიორო ფონდიუკვე დატოვეს.

ესკომ“ - ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა კომპანიამ ფონდი მიმდინარე წლის 5 მარტს დატოვა.

ფონდის დამფინანსებლებიდან გავიდა საქართველოს ელექტროსისტემაც.

აღსანიშნავია, რომ სსსაპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა.

ფონდის აქტივების პორტფელი შედგებოდა შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან: საქართველოს რკინიგზა - 100% წილი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი; ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 100% წილი; სს თელასი - 24.5% წილი.

ფონდიდან „საქართველოს რკინიგზის“ გასვლის შემდეგ, დღის წესრიგში დადგება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და თელასის გასვლა-დარჩენის და ზოგადად, ფონდის სრული რეორგანიზაციის საკითხი.