ივანიშვილისთვის 600 ლარის ზარალის მიყენების გამო, პროკურატურა 1 წლიან პატიმრობას ითხოვს - ბაგრატიონის საქმე
ივანიშვილისთვის 600 ლარის ზარალის მიყენების გამო, პროკურატურა 1 წლიან პატიმრობას ითხოვს - ბაგრატიონის საქმე

A+ A-

16:20 04/08/2020

რამდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში განახლდა სხდომები ელგუჯა ბაგრატიონის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება სხვისი ნივთის, კონკრეტულად კი, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სათვალთვალო გარეკამერის გაუფრთხილებლობით დაზიანება, რითაც ბიძინა ივანიშვილს მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი - 600 ლარის ოდენობით.  მოსამართლემ მტკიცებულებად არ მიიღო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეომასალები, რითიც ელგუჯა ბაგრატიონის უდანაშაულობა დასტურდება. 

სასამართლო სხდომებზე დაკითხულმა მოწმეებმა მიუთითეს მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ საქმე არის გაყალბებული, რის დამამტკიცებელი ვიდეომასალაც დაცვის მხარემ 30 ივლისის სხდომაზე წარადგინა. 

დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს, დაერთვება თუ არა ეს ვიდეოები ოფიციალურად სისხლის სამართლის საქმეს. 

ეს არის მაგალითი, თუ ადამიანები, ოპოზიციონერები საპყრობილეში, როგორ არიან პოლიტიკურად დევნილი ქვეყნიდან, როგორ არიან სასამართლოებში საქმეებაღძრული, - ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი. 

მისი ადვოკატი აცხადებს,რომ სასამართლო პროცესების ახლა განახლება 8 მარტის შეთანხმების დარღვევად უნდა შეფასდეს, რადგან წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის და ივანიშვილის ხელისუფლება ახლა ააქტიურებს სასამართლოს, როგორც პოლიტიკური დევნის იარაღს. 

მოწმეებმა განაცხადეს კონკრეტული ფაქტის შესახებ, თუ როგორ გაყალბდა საქმე და რეალურად როგორ მოხდა კამერის შეცვლა, რომლის დაზიანებასაც ედავებიან ელგუჯა ბაგრატიონს და თუ სასამართლო ამ ვიდეოს, როგორც მტკიცებულებას დღეს არ დაუშვებს, ეს ცალსახა დასტური იქნება, რომ სასამართლო ფორმალურად ტარდება, - ამბობს უფლებადამცველი.  

გამოძიების მტკიცებით, დეპუტატის ქმედებით ივანიშვილმა 600 ლარით იზარალა, რის გამოც ისინი ბაგრატიონის ციხეში 1 წლით გაშვებას ითხოვენ.

წყარო:"მთავარი არხი"