ბიტკოინების ქარხანა, 20 000-ლარიანი ხელფასი, 34 საბანკო ანგარიში, 77 000-ზე მეტი ობლიგაცია - საქართველოს რკინიგზა ღარიბდება, მარიფათიანი შეფი მდიდრდება
ბიტკოინების ქარხანა, 20 000-ლარიანი ხელფასი, 34 საბანკო ანგარიში, 77 000-ზე მეტი ობლიგაცია - საქართველოს რკინიგზა ღარიბდება,  მარიფათიანი შეფი მდიდრდება

A+ A-

17:23 04/08/2020

ბიტკოინების ქარხანა, 20 000-ლარიანი ხელფასი, მიწის 6 ნაკვეთი,  159 კვ.მ. ბინა საბურთალოზე, 34 საბანკო ანგარიში, 77 000-ზე მეტი ობლიგაცია, კომპანიების წილები - ქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი კომპანია  „საქართველოს რკინიგზაზარალს რომ ვეღარ ითვლის, ამასობაში,  მისი გენერალური დირექტორი, ექსპრემიერ მამუკა ბახტაძის მეგობარი დავით ფერაძე განუსაზღვრელი რაოდენობის ქონებ მფლობელი ხდება. ეს ქონება კი მან ბოლო წლების განმავლობაში დააგროვა.

ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის და საქართველოს ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მითითებების პირნათლად შემსრულებელი დავით ფერაძე იმ დაწინაურებულთა და მარიფათიანთა შორისაა, ვინც ყოველთვიურად, სოლიდურ ანაზღაურებას იღებს. მისი ოფიციალური ხელფასი ყოველთვიურად 20 000- ლარს აჭარბებს, არაოფიციალური შემოსავლები კი  - ბევრად მეტს.

„2020NEWS“-ს სანდო წყარომ აცნობა, რომ ფერაძე ერთ-ერთი მძლავრი ბიტკოინების ქარხნის მფლობელია. ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ფული ფერაძის მსუყე ყულაბაში ბიტკოინების ქარხნიდანაც შედის, ისევე როგორც რკინიგზის კუთვნილი ქონების ნაწილ-ნაწილ გაყიდვიდან.

ეს ჯგუფი რომ საქართველოს კუთვნილ ქონებას ნაწილ-ნაწილ ყიდის, ჯერჯერობით, ვერ ვამტკიცებთ დოკუმენტებით, თუმცა მოკვლევას აქტიურად ვახორციელებთ. ბიტკოინების ქარხნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის, იმის მიუხედავად, რომ დიდი მოლოდინები არ გვქონდა, დაწინაურებული მარიფათიანის ქონებრივ დეკლარაციას გადავავლეთ თვალი.

ბიტკოინების ქარხანა დეკლარაციაში დაფიქსირებული არ აღმოჩნდა. მოვიკითხეთ ფერაძესთან. „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურიდან კი პასუხად მივიღეთ, რაც აქვს ფერაძეს, დეკლარაციაში წერიაო.

 

და რა წერია  ღარიბი რკინიგზის მდიდარი შეფის დეკლარაციაში?!

სახლები, მიწის ნაკვეთები, არასაცხოვრებელი ფართები...

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც დავით ფერაძემ 2020 წლის 31 იანვარს შეავსო, მამაცაშვილ-ბახტაძის მეგობარ-პარტნიორი ფლობს - 150 კვ. ბინას თბილისში, საბურთალოზე, ჩიქოვანისა და ჭიათურის ქუჩების კვეთაზე, რომელიც მას ჯერ კიდევ 2000 წელს 28 000 დოლარად შეუძენია. იგი ასევე ფლობს ამავე ქუჩაზე 2010 წელს, 10 000 დოლარად შეძენილ 20 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფერაძისა და მისი ოჯახის წევრების სიყვარული მიწის მიმართ. დეკლარაციის მიხედვით, მხოლოდ ფერაძის საკუთრებაშია 6 მიწის ნაკვეთი თბილისსა და მის შემოგარენში და ეს ყველაფერი არ არის.

მიწის ნაკვეთებიდან 3 ფერაძეს 2008 წელს შეუძენია. აქედან 1500 კვ. ფართობის მიწის ნაკვეთი მარნეულში, სოფელ იმირიში 150 ლარად, ხოლო  თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობის 892 კვ.. ფართობი - 16 000 დოლარად. ამავე ტერიტორიაზე ფლობს 1537 კვ. ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელიც  54 987 ლარად აქვს შეძენილი.

დანარჩენი 3 მიწის ნაკვეთი რკინიგზის შეფმაქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიძინა. 2014 წელს მან მარნეულში 1 500-1 500 კვ. 3 ნაკვეთი 1 500-1 500 ლარად შეიძინა. ანუ მიწა 1 ლარად.

რაც შეეხება მის მეუღლეს - დეკლარაციის მიხედვით, თამარ კახაია ხეხილსანერგე მეურნეობაში 2 მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც ფერაძეების წყვილმა 2018 წელს შეიძინა. 1200 კვ.. მიწის ნაკვეთში მათ 78 000 დოლარი გადაიხადეს.

ბანკები, სესხები, დანაზოგები, მიმდინარე ანგარიშები, წლიური გასავალი..

დავით ფერაძის მეუღლეს სხვადასხვა ბანკში 15 ანგარიში აქვს გახსნილი, რომელზეც ჯამში  8 814.44 ლარი და 231 დოლარი უფიქსირდება.

თავად დავით ფერაძეს 34 საბანკო ანგარიში აქვს და ანგარიშებზე ჯამში, 27 162,73 ლარი, 15 480,12 დოლარი და 7,67 ევრო უფიქსირდება.

დავით ფერაძეს 4 სხვადასხვა იპოთეკურ სესხიც აქვს აღებული, რომელთა საერთო რაოდენობა 313 000 დოლარს შეადგენს.  

დავით ფერაძეს შვილის, ანა ფერაძის სწავლა-განათლებაში მიმდინარე წელს 3 550 დოლარიც გადაუხდია.

ასევე აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძეს გასულ წელს, 4 000 დოლარის ოდენობის ნასესხები თანხა დაუბრუნეს, ხოლო მის მეუღლეს თამარ კახაიას შვილის სწავლისთვის  ნუგზარ კახაიამ 4 500 ლარი აჩუქა.

ასევე, დავით ფერაძეს გასულ წელს 57 098,46 ლარის ავეჯი და ტექნიკა შეუძენია, ხოლო მის მეუღლეს თამარ კახაიას სამშენებლო ხარჯებში 5 409 ლარი დაუხარჯავს, ხოლო მკურნალობაში 2 950 ევრო.

კომპანიის წილები აქციები და წლიური შემოსავალი ხელფასის სახით...

დავით ფერაძე, გარდა იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის გერენალური დირექტორია და ამ თანამდებობაზე ყოფნისას, ხელფასის სახით, მიღებული აქვს 143 281,97 ლარი, ასევე მას შპსჯიარ ტრანზიტისადა შპსჯიარ ტრანზიტ ლაინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის მიღებული აქვს ჯამში 73 197,12 ლარი, ხოლო შპს „მტკვარი ჰესის“ კონსულტანტად მუშაობისას, კი 1 648 ლარი.

გარდა კომპანიებში საქმიანობისა, დავით ფერაძე თავადაც ფლობს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ძირითადად  2008, 2016 და 2017 წლებში შეუძენია. მისი ფასიანი ქაღალდების საერთო რაოდენობა 77 710- შეადგენს. რომელთა ნომინალური ღირებულება 0.01 ლარია.

დეკლარაციის მიხედვით, პირადად დავით ფერაძე არც ერთი კოპანიის წილს არ ფლობს, თუმცა მისი მეუღლე, თამარ კახაია, შპსზიპლაინ კაუკასუსის“ 40%-იანი წილის მფლობელია.

ასევე, დავით ფერაძეს დეკლარაციაში თავის მხრივ  შეტალინი აქვს,  კომპანია შპსზიპლაინ კაუკასუსის“ 60%-იანი წილი, რომელსაც კომპანია შპს აქტივიტში ფლობს.

 

საქართველოს რკინიგზა,  „ქართუ“, „ინდუსტრიული ჯგუფი“......

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის სავარძელი მას შემდეგ მოირგო, რაც მისი მეგობარი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერი გახდა. მანამდე ფერაძე სხვადასხვა კომპანიაში იყო დასაქმებული. ჯერ კიდევ 2004-2007 წლებში ფერაძე მუშაობდა  საქართველოს რკინიგზაში, ე.წ Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტზე; 2007 წლიდან 2011 წლამდე კი ისიც, სხვა დაწინაურებულების და მარიფათიანების მსგავსად,  „ქართუელი“ იყო. მისი შემდგომი 3-წლიანი კარიერა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ უკავშირდება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფერაძემ თანაინვესტირების ფონდში გადაინაცვლა, 2017 წელიდან კი კვლავ რკინიგზაში დაბრუნდა და გენერალური დირექტორის სავარძელი მოირგო.

თუმცა, „ქართულ ოცნებამდეიყო პოლიტიკური სიმპატიებინაციონალური მოძრაობისმიმართ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსკვლევის მიხედვით, დაწინაურებულმა მარიფათიანმა მიხეილ სააკაშვილის გუნდს 2012 წელს 30 000 ლარი შესწირა.

„2020NEWS“ დაინტერესდა, რამდენი შესწირა “ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ სიმპატიებშეცვლილმა პირველმა რკინიგზელმა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. დიდი ალბათობით, არც არაფერი და ან რა საჭიროა - რაც ივანიშვილი-მამაცაშვილი-ფარცხალაძის კლანს „საქართველოს რკინიგზამ“ შესწირა, ბევრ მილიონშია გამოსახულ-ასახული, რაც საქართველოს მოსახლეობამ, ჯერჯერობით, არ იცის!