ნინო ჟვანია გოგი თოფაძის ოჯახს ბოდიშს უხდის
ნინო ჟვანია  გოგი თოფაძის ოჯახს ბოდიშს უხდის

A+ A-

18:10 04/08/2020

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის საქმეზე დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟის, ბუსა ჟვანიას დედა ნინო ჟვანია მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და თოფაძეების ოჯახს ბოდიშს უხდის.

ყოფილი პრემიერის მეუღლე აცხადებს, რომ ისინი პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

ამის შესახებ ჟვანიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც თოფაძის დაჭრის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

„მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის. ვისურვებდი, მე დამმართნოდა ეს. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მიმდინარეობს გამოძიება. ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავით და ახლა ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. ვფიქრობ, რომ დაუმძიმდება ბრალი. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, რომ მძიმეს”, – აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, თოფაძეების ოჯახში მხოლოდ ბოდიშის მოსახდელად რეკავდა და არა მოსალაპარაკებლად.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საკუთრ საცხოვრებელ სახლში, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ბაბუის სახლში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟმა, ბუსა ჟვანიამ დაჭრა.