ამერიკელი კონგრესმენები აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურებიან
ამერიკელი კონგრესმენები აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურებიან

A+ A-

16:58 05/08/2020

12 წელი რუსეთის საქართველოში შეჭრიდან - ამერიკელი კონგრესმენი სტივ ვომაკი აგვისტოს ომის 12 წლისთავს Twitter-ის საკუთარ გვერდზე საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ ასეთი ტიპის აგრესიული ქმედებები კრემლმა ევროპაში გააგრძელა.

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო აშენებენ ძლიერ პარტნიორობას, ჩვენ მათ გვერდით ვდგევართ იმისათვის, რომ დემოკრატია განმტკიცდეს.

ყოველ ჯერზე რუსულ აგრესიას უნდა ვუპასუხოთ.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ კატკო კი Twitter-ზე წერს, რომ ანექსია და განაგრძობითი ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიაზე მძლავრად შეგვახსენებს პარტნიორობის აუცილებლობას ჩვენს დემოკარტიულ მოკავშირეებთან.

   

წყარო:"მთავარი არხი"