თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, ანკარაში ამერიკის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს
თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, ანკარაში ამერიკის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს

A+ A-

02:48 22/10/2018

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა დილის ხუთ საათზე მოხდა. ცეცხლი მიმავალი ავტობუსიდან გახსნეს. თურქული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ტყვიები დაცვის ჯიხურს მოხვდა.

შემთხვევა თურქეთისა და აშშ-ის დაძაბული ურთიერთობის ფონზე მოხდა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ღრმავდება.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა 2016 წელს, ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებით დაიწყო. ერდოღანის პროკურატურა მას ფეთულა გიულენის მოკავშირეობას ედავებოდა. ბრანსონმა ყველა ბრალდება უარყო. ვაშინგტონმა თურქეთს რამდენჯერმე მოსთხოვა მისი გათავისუფლება, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. მათ შორის, ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე გადასახადი გაუზარდა, რასაც თურქული ლირის გაუფასურება მოჰყვა.

 https://twitter.com/twitter/statuses/1031392045682892801