თამარ ბაჩალიაშვილის "ციდან ჩამოფრენილი შეყვარებული" ბაჩანა ლობჟანიძე კომენტარს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადების შემდეგ გააკეთებს
თამარ ბაჩალიაშვილის "ციდან ჩამოფრენილი შეყვარებული" ბაჩანა ლობჟანიძე კომენტარს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადების შემდეგ გააკეთებს

A+ A-

10:30 06/08/2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის „ციდან ჩამოფრენილი“ შეყვარებული 13:00 საათს ელოდება და თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის შედეგებზე კომენტარს შემდეგ გააკეთებს..

ამის შესახებ 2020NEWS-თან საუბრისას, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ასევე პროგრამისტმა „შეყვარებულმა“ ბაჩანა ლობჟანიძემ განაცხადა.

„13 საათზე დამირეკეთ და გეტყვით ყველაფერს“, - აცხადებს ლობჟანიძე.

ცნობისთვის, 12 საათზე, საქართველოს პროკურატურასთან ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს, თუმცა მან „2020NEWS“-თან უკვე განაცხადა ექსკლუზიურად, რომ 23 წლის პროგრამისტის საქმე თვითმკვლელობის მუხლამდე მიყავს გამოძიებას.

სავარაუდოდ, ბაჩანა ლობჟანიძე კომენტარს, სწორედ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადების შემდეგ გააკეთებს. როგორც „2020NEWS“ უკვე წერდა, ადვოკატსა და „ციდან ჩამოფრენილ“ შეყვარებულს შორის დაპირისპირება ხდება.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, მიუვალ ადგილას 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გუშინ, გვიან  ღამით, ცნობილი გახდა ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის პასუხი.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები? 

ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

 

ხატია მამულია