ჯანო ანანიძე კარიერას “როტორში“ გააგრძელებს, მისი ხელფასი კი 13,727 დოლარი იქნება
ჯანო ანანიძე კარიერას “როტორში“ გააგრძელებს, მისი ხელფასი კი 13,727 დოლარი იქნება

A+ A-

09:00 06/08/2020

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ვოლგოგრადის „როტორში“ გააგრძელებს კარიერას.

აღნიშნულ ინფორმაციას, „ტელეგრამ-არხი“ ავრცელებს.

„ქართველი ნახევარმცველი ვოლგოგრადის „როტორთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ანანიძე მოსკოვის „სპარტაკში“ 2009 წლიდან 2020 წლამდე თამაშობდა.

კლუბში ყოფნის დროს, იჯარით ორჯერ გაუშვეს – „როსტოვსა“ და სამარის „კრილია სოვეტოვში“.

ჯანო ანანიძეს კონტრაქტი კვიპროსის „ანორთოსთან“ 31 მაისს ამოეწურა და ახალ კლუბში მოთამაშე თავისუფალ აგენტის სტატუსით გადავა“, – წერია „ტელეგრამ-არხის“ ცნობაში.

ამავე დროს, “ტელეგრამ-არხი“ ქართველი მოთამაშის ხელფასსაც ასაჯაროებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი „როტორში“ თვეში ერთ მილიონ რუბლს მიიღებს (13,727 დოლარია).

ანანიძეს გუნდში ორი ქართველი დახვდება, თავადამსხმელი ბექა მიქელთაძე და შემტევი ნახევარმცველი ნიკა ყიფიანი.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე კვიპროსის „ანორთოსისის“ ფეხბურთელი იყო, მანამდე კი მოსკოვის “სპარტაკში“ თამაშობდა.