ბაჩალიაშვილის დედა: ბაჩანა ლობჟანიძე ჩანერგილი პიროვნებაა - ლობჟანიძე: ვინ თქვა ეს?
ბაჩალიაშვილის დედა: ბაჩანა ლობჟანიძე ჩანერგილი პიროვნებაა - ლობჟანიძე: ვინ თქვა ეს?

A+ A-

12:20 06/08/2020

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის „ციდან ჩამოფრენილი“ შეყვარებული ჩანერგილია.

ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა საქართველოს პროკურატურასთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბაჩანა ლობჟანიძე ჩანერგილია“, - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

"ვინ თქვა ეს?" - გაუკვირდა ბაჩანა ლობჟანიძეს, როდესაც დედის განცხადებაზე კომენტარი ვთხოვეთ. მან "2020NEWS"-თან განაცხადა, რომ ყველაფერზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. 

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, მიუვალ ადგილას 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი გახდა ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის პასუხი.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები?

ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

ხატია მამულია