ჩეჩნეთში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ
ჩეჩნეთში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ

A+ A-

02:51 22/10/2018

ჩეჩნეთში დანით შეიარაღებული ორი ადამიანი პოლიციის შენობას დაესხა თავს. თავდამსხმელები  შალის რაიონში შსს-ს ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც თავდამსხმელები დაიღუპნენ. სროლის შედეგად დაჭრილია ორი პოლიციელი.

დღესვე გროზნოში უცნობი პირი საგზაო პოლიციის თანამშრომელს ავტომობილით დაეჯახა. დაუზუსტებელი ინფორმაცით, მანამდე მან პოლიციას ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა, რომელიც არ აფეთქდა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.