"რა იყო, დაგწვა ხალხმაო და მიგიხვდნენო? მკვლელო!" - ბაჩანა ლობჟანიძის ფეისბუქგვერდს სოცქსელის მომხმარებლებმა შეუტიეს
"რა იყო, დაგწვა ხალხმაო და მიგიხვდნენო? მკვლელო!" - ბაჩანა ლობჟანიძის ფეისბუქგვერდს სოცქსელის მომხმარებლებმა შეუტიეს

A+ A-

13:33 06/08/2020

„ფეისბუქის“ მომხმარებელთა ნაწილი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის „ციდან ჩამოფრენილ“ შეყვარებულს ფეისბუქგვერდზე შეუვარდა და ადანაშაულებს, იმაში, რომ თითქოს, ბაჩანა ლობჟანიძე ოჯახთან „მიგზავნილია“.

საზოგადოების გაღიზიანება, სავარაუდოდ, ბაჩალიაშვილის დედის განცხადებამ გამოიწვია,. დედამ, თეონა  თამაზაშვილმა საქართველოს პროკურატურასთან, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ბაჩანა ლობჟანიძე  ჩანერგილია.

ამის შემდეგ დაიწყო შტურმი ლობჟანიძის ფეისბუქგვერდზე, სადაც მას თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ვიდეო აქვს ატვირთული. 

 

Mestiashvili MariaM: "აი, ვერ ვხვდები რა ადამიანი ხარ. შენ რა უნდა გიწოდოთ. ასე თავგამოდებით, რომ გაიძახი, შეყვარებული ვიყავიო, ელემენტარული ინტერესი მაინც გამოგეჩინა, რომ დავრწმუნებულიყავით შენს სიმართლეში, მაგრამ არა პატარა ბავშვიც კი მიხვდება რაც ხარ. ამდენი რო დაგარიგეს, ფულის გამო, ის მაინც ვერ დაგარიგეს, სად რა და როგორ თქვა? საერთოდ, რაღა უნდა ვთქვათ, საწყალი გოგო ახლა ცივ სამარეში მარტოა ისე, რომ მშობლებს ვერ გამოემშვიდობა და შენ ვიღაც გდიხარ აქ და ქეიფობ.. მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის, რაშიც ეჭვი მეპარება. წარმოუდგენელია თუნდაც არ გყვარებოდა ადამიანი ასეთი გულქვა როგორ ხარ? უგრძნობი... გრძნობაც არ ჭირდებოდა ამას რამე ელემენტარულად მაინც წუხდე ჩვენს დასანახად. ფულზე რო გაიყიდები კაცი ამას კაცობა არ ჰქვია"

FIBULO FIBULO: "მზარავს ამ ბიჭის ყურება. ცინიკოსი"

NUTSA KHALVASHI: "დარწმუნებული ვარ, რომ წაიკითხავ ამ კომენტარს და გეტყვი, რომ ხელოვნურობის მასკარადი ხარ... შენც და შენი თანამზრახველები, ბაჩუკელა რა იყო, დაგწვა ხალხმაო და მიგიხვდნენო? მკვლელო!"

 

ასეთი შეტევა მიდის თამარ ბაჩალიაშვილის  „ციდან ჩამოფრენილი შეყვარებულის“ ფეისბუქგვერდზე ამ წუთებში.

როგორც ჩანს, საზოგადოება ემოციებს ვერ იკავებს, რაც რა თქმა უნდა, გამართლებული არაა, რადგან ჯერ არავის დაუდია მტკიცებულება, რომ  ბაჩანა ლობჟანძე ნამდვილად იტყუება .

სხვათაშორის, „2020NEWS”-მა გადაამოწმა იმ განსაკუთრებით აგრესიული ფეისბუქმომხმარებელთა გვერდები და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანის პირადი გვერდი ფეიკგვერდს ძალიან ჰგავს. 

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, მიუვალ ადგილას 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი გახდა ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის პასუხი.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები?

ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

ამავდროულად, ბაჩალიაშვილების ოჯახი სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობს ყველას, ვისაც გარდაცვლილი პგროგრამისტის საქმეზე სერიოზული ინფორმაცია აქვს. ოჯახმა დღეს, საქართველოს პროკურატურასთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ღიად დააფიქსირა, რომ გამოძიებას არ ენდობა. ჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელს ხელს აფარებს.

ხატია მამულია