თამარს უნდოდა, საკუთარი თავისთვის ტკივილი მიეყენებინა - ბაჩანა ლობჟანიძის სკანდალური აღიარება "2020NEWS"-თან
თამარს უნდოდა, საკუთარი თავისთვის ტკივილი მიეყენებინა - ბაჩანა ლობჟანიძის სკანდალური აღიარება "2020NEWS"-თან

A+ A-

19:22 06/08/2020

გარდაცვლილ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს უნდოდა, რომ ტკივილი ეგრძნო, თუმცა თუკი გოგონას გარდაცვალება გარკვეულ მედიკამენტებს უკავშირდება, მაშინ ეს მისთვის „უმტკივნეულო უნდა ყოფილიყო“ და ასე თავს არ მოიკლავდა. ამის შესახებ “2020NEWS”-ს  ექსკლუზიურად ბაჩალიაშვილის მეგობარმა, ბაჩანა ლობჟანიძემ განუცხადა და სააგენტოსთან საუბრისას გაიხსენა  ერთ-ერთ მომენტი, როდესაც გარდაცვლილი პროგრამისტი საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებას შეეცადა.

ლობჟანიძის თქმითვე, ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე წონაში საგრძნობლად დაიკლო და მხოლოდ 40 კილოგრამს იწონიდა.

მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის წონა სიმაღლესთან შეუსაბამო იყო, რაც მედიცინის ენაზე მიანიშნებს, რომ მას სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება. 

ბაჩანა ლობჟანიძე: ძველი თბილისის ერთ-ერთ კაფეში ვისხედით, როდესაც თამარს ვუთხარი, რომ მის მარცხენა ბეჭთან, ფანჯრის რაფასთან, რაღაც ბზარი იყო და მორიდებოდა, რადგან შესაძლო იყო, იმ ბზარს მისთვის ჭრილობა მიეყენებინა. იმის ნაცვლად, რომ თამარი ამას მორიდებოდა, ბზარი თავისი ხელით მოსინჯა. შეეძლო, უბრალოდ, მორიდებოდა ბასრ ბზარს, მაგრამ სპეციალურად უნდოდა, რომ ტკივილი ეგრძნო.

მისი სიმაღლე და წონა ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. თამარი წონის იმ ნიშნულზე ჩამოვიდა, რაც მიანიშნებს ხოლმე, რომ ადამიანს სუიციდისკენ აქვს მიდრეკილება და ამაზე ფიქრობს.

არსებობს  „ბი ემ აი“ ინდექსი, რომლის მეშვეობითაც იგებ შენი წონისა და სიმაღლის ინდექსს.  თამარი 40 კგ-ს იწონიდა, რაც ძალიან ცოტაა მის სიმაღლესთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი არ იყო.

თუკი მას ფსიქოლოგი ყავდა, მინდა გავესაუბრო და ვკითხო, რატომ არ ამახვილებდა მის ვიზუალზე ყურადღებას. 1 წლის წინ ის არ იყო ამ წონის, ბოლო პერიოდში მიაღწია მან ამ ნიშნულს.

თუ აბებისგან არის გამოწვეული თამარის გარდაცვალება, ეს უმტკივნეულო უნდა ყოფილიყო მისთვის.

არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თამუნა სიკვდილზე „სერჩავდა“ გარდაცვალების წინა დღეს. მისი ლეპტოპის ბრაუზერში შეღწევა მისი სიკვდილის დღემდე სხვასაც შეეძლო და ისიც შეეძლო, დაესერჩა ფესიბუქის ის გვერდი, რაზეც კომპიუტერის ექსპერტიზა მიუთითებს.

-What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები? - ამ გვერდზე ამბობთ?

-დიახ. ყველას შეეძლო, მისი ლეპტოპის ბრაუზერში შეღწევა და ამ გვერდის ნახვა მისი სიკვდილის წინა დღესაც.

მე ისიც არ ვიცოდი, რომ მას ფსიქოლოგი ყავდა. როგორც ვიცი, ფსიქოლოგი ამბობს, რომ თამარი ჩაკეტილი იყო და  საუბარში ვერ გახსნა. არ მჯერა.

ამიტომ, მის გარდაცვალებას კომპანია „ზეგ“-ს ვუკავშირებ“.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, მიუვალ ადგილას 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი გახდა ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის პასუხი.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები?

ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

ხატია მამულია

ანა ქორჩილავა