ლიბანში, ბეირუთის პორტის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით, პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს
ლიბანში, ბეირუთის პორტის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით, პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს

A+ A-

11:02 07/08/2020

ლიბანში, ბეირუთის პორტის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით, პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს.

ამის შესახებ ლიბანის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება. როგორც ცნობილია, გამომძიებლები განაგრძობენ 20-მდე პირის დაკითხვას.

მათ შორის არიან პორტისა და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელები. ცნობისთვის, ბეირუთის პორტში ორი ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს, საღამოს მოხდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 149 ადამიანი და 5 ათასამდე დაშავდა.

აფეთქებამ პორტის გარდა დაანგრია, ან დააზიანა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში მდებარე შენობები. უსახლ-კაროდ დარჩა 250 ათასამდე ადამიანი. ბეირუთში 2 კვირით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

ლიბანის ხელისუფლება აფეთქების მიზეზად მიიჩნევს პორტის ერთ-ერთ საცავში წლების წინ მოთავსებული ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევას.

არსებული ინფორმაციით, ეს ტვირთი 2013 წელს, ბათუმის პორტიდან მოზამბიკისკენ მიჰქონდა მოლდოვის დროშით მცურავ გემს, Rhosus-ს, რომელიც ბეირუთის პორტში ტექნიკური პრობლემების გამო შევიდა.

გემი დააკავეს, ლიბანის საბაჟო სამსახურმა კი ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა.

გამოძიების ვერსიით, აფეთქება საცავში შედუღების სამუშაოების დროს მოხდა.