"ნაციონალური მოძრაობა" სხვა პარტიებთან ერთად რეგიონებში კანდიდატებს არ დააყენებს - გრიგოლ ვაშაძე
"ნაციონალური მოძრაობა" სხვა პარტიებთან ერთად რეგიონებში კანდიდატებს არ დააყენებს - გრიგოლ ვაშაძე

A+ A-

11:43 07/08/2020

"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ "ცხოვრებას თავისი რეალობები მოაქვს".

ვაშაძის განცხადებითვე, პარტია მაჟორიტარობის კანდიდატებს მას შემდეგ დაასახელებს, რაც პოლიტსაბჭო კანდიდატებზე სრულად შეჯერდება და დაამტკიცებს.

„გუშინ ვიმსჯელეთ, რამდენიმე ვაკანსია გვაქვს ჯერ კიდევ, ამიტომ არ შეიძლება ნაწილ-ნაწილ დასახელება, როგორც კი სამდივნო მთლიანად შეადგენს ამ სიას და პოლიტსაბჭო დაამტკიცებს, მაშინვე გავასაჯაროებთ. ჩვენ ველოდეთმ როდის იქნებოდა თბილისში შევსებული ორი ვაკანსია ერთიანი კანდიდატებით. დღეს უკვე 7 აგვისტოა და ისევ ველოდებით. ლოდინის რეჟიმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება. კარგი იქნებოდა ერთიანი კანდიდატები რეგიონებში, მაგრამ რას იზამ, ცხოვრება არის და ცხოვრებას თავისი რეალობები მოაქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ საუბარია, ვაწარმოოთ ისეთ კამპანია, რომ საქართველოს კორუმპირებული, მავნებლური, დამაზიანებელი და პრო რუსული მთავრობა მოვაშოროთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერში გაიმართება.