მოვუწოდებთ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს, დატოვეთ „საგვარეულო მიწები“ აფხაზეთსა და ყარაბაღში - სომეხი ნაციონალისტები
მოვუწოდებთ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს, დატოვეთ „საგვარეულო მიწები“ აფხაზეთსა და ყარაბაღში - სომეხი ნაციონალისტები

A+ A-

18:28 07/08/2020

საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, აფხაზეთში „გადმოსახლებული“ სომხები ქართველებს საკუთარ მიწაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. მათ აქცია აფხაზეთის ერთ-ერთ ქალაქში, გაგრაში რამდენიმე დღის წინ გამართეს და პარალელურად,  აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებაში მხარდაჭერა სომხეთს გამოუცხადეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის სოციალურ-პოლიტიკური გაზეთი „კავკასპლიუსი“ ავრცელებს.

"ჩვენი შეხვედრა ემსახურება სომეხი ხალხის მხარდაჭერას აზერბაიჯანული ტერორის წინააღმდეგ", ასევე იმას, რომ "ჩვენ (სომხები) წინააღმდეგნი ვართ ყოველგვარი ძალადობისა და ტერორისა. გვინდა, ეს დავამტკიცოთ ჩვენი მშვიდობიანი მოქმედებით".  ამის შესახებ ერთ-ერთმა სომეხმა კომენტატორმა განაცხადა გაგრაში გამართულ აქციაზე.
მათი თქმით, სომხები ყოველთვის ერთიანები არიან ყველგან და ყველაფერში, ამიტომაც თუ კი ერთად დადგებიან, ისინი ბევრი რამის გაკეთებას შეძლებენ.

”ჩვენ ერთიანნი ვართ ყველგან და ყველაფერში. სომეხი ხალხი ამით ძალიან ფასდება. დაე, ვინც დღეს აქ არ ჩამოვიდა, იფიქრონ, რატომ არ მოვიდნენ. ერთობაა მაშინ, როცა ბევრნი ვართ და როცა ბევრნი ვართ, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია”, -  თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

აქციაზე საქართველო და ქართველები  აფხაზეთთან მიმართებაში, რევანშიზმის გეგმის შემუშავებაში დაადანაშალეს. სომხები პირდაპირ აღნიშნავენ, რომ სომეხი ნაციონალისტები როგორც აზერბაიჯანის ყარაბაღს, ისე ქართველების აფხაზეთს „თავიანთად“ თვლიან და მოუწოდებენ აზერბაიჯანსა და საქართველოს, დატოვონ თავიანთი საგვარეულო მიწები.