ყაჩაღობა ნოქალაქევში - 3 ნიღბიანი პირი სასულიერო პირის სახლში შეიჭრა
ყაჩაღობა ნოქალაქევში - 3 ნიღბიანი პირი სასულიერო პირის სახლში შეიჭრა

A+ A-

12:57 08/08/2020

გვიან ღამით სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში 3 ნიღბიანი პირი სასულიერო პირის სახლში შეიჭრა. შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ოჯახიდან ტექნიკა და გარკვეული ოდენობის თანხა წაიღეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დამნაშავეთა დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.