აშშ-მა ჰონგ-კონგის ლიდერს სანქციები დაუწესა
აშშ-მა ჰონგ-კონგის ლიდერს სანქციები დაუწესა

A+ A-

15:12 08/08/2020

ვაშინგტონმა ჰონგ-კონგის ლიდერ კერი ლამს და 11 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ჰონგ-კონგში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება. კერი ლამსა და მაღალჩინოსნებს შეერთებულ შტატებში ანგარიშები გაეყინებათ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ნათელი მესიჯია, რომ ჰონგ-კონგის მთავრობის წარმომადგენლების პოლიტიკა ვაშინგტონისთვის მიუღებელია.