"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - 2008 წლის გმირი, რომელიც წამებით მოკლეს
"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - 2008 წლის გმირი, რომელიც წამებით მოკლეს

A+ A-

15:19 08/08/2020

"არც ერთს მამა არ ახ­სოვს, მაგ­რამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა იც­ნობს გი­ორ­გის და ისი­ნიც მა­მი­კო­თი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ..." - 2008 წლის გმი­რი, რო­მე­ლიც წა­მე­ბით მოკ­ლეს

გა­უ­ტე­ხე­ლი და და­უ­ჩო­ქე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო, ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე 18 აგ­ვის­ტოს 36 წლის გახ­დე­ბო­და. ვა­ზი­ა­ნის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის კაპ­რა­ლი 2008 წლის ომის დროს 24 წლის იყო. ის 9 აგ­ვის­ტოს და­ი­კარ­გა, მა­შინ, რო­დე­საც ვა­ზი­ა­ნის 21-ე ბრი­გა­და, ცხინ­ვა­ლის ე.წ შან­ხა­ის რა­ი­ონს უტევ­და...

შემ­დეგ გავ­რცელ­და ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ აწა­მე­ბენ და­ტყვე­ვე­ბულ ქარ­თველ სამ­ხედ­როს ოსი ბო­ე­ვი­კე­ბი და რუსი ოკუ­პან­ტე­ბი და აი­ძუ­ლე­ბენ მი­წას აკო­ცოს, თუმ­ცა, გმი­რი ბო­ლომ­დე უწევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.

ქარ­თვე­ლი კაპ­რა­ლი 2008 წლის ნო­ემ­ბრამ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, ნო­ემ­ბერ­ში კი ცხინ­ვა­ლი­დან ათი ქარ­თვე­ლის ცხე­და­რი გად­მო­ას­ვე­ნეს. გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ მათ­გან ერთ-ერთი ან­წუ­ხე­ლი­ძე იყო. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ცხე­და­რი სა­შინ­ლად იყო და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო სი­ცო­ცხლე­ში 195 სმ-მდე იყო, თუმ­ცა, ცხე­და­რი 180 სმ-მდე იქ­ნე­ბო­და, რა­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­აბ­ნია, თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ასე­თი სხვა­ო­ბის მი­ზე­ზი ცხედ­რის ძლი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბა იყო...

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პულ კაპ­რალს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. უფ­რო­სი, ლე­ვა­ნი 1 წლის იყო, რო­დე­საც მამა და­ი­ღუ­პა, ხოლო ანა ომის შემ­დეგ გაჩ­ნდა.
"მამა არ­ცერ­თს არ ახ­სოვს, მაგ­რამ რად­გან მთე­ლი ქვე­ყა­ნა იც­ნობს გი­ორ­გის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ორი­ვემ იცის მას­ზე, მა­თაც ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან და ჩვე­უ­ლებ­რივ, მამა-მა­მი­კო­თი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ..." - ამ­ბობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლე მაკა ჩიქ­ვი­ლა­ძე.

- ომის დროს ლე­ვა­ნი 1 წლის ხდე­ბო­და, ანა ომის მერე და­ი­ბა­და და მამა არც ერთს არ ახ­სოვს, მაგ­რამ რად­გან მთე­ლი ქვე­ყა­ნა იც­ნობს გი­ორ­გის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ორი­ვემ იცის მას­ზე, მა­თაც ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან და ჩვე­უ­ლებ­რივ, მამა-მა­მი­კო­თი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ... თით­ქოს სულ ჩვენ­თან არის, თით­ქოს კი არა - ჩვენ­თან არის. ამას ყო­ველ­თვის ვგრძნობთ...

ალ­ბათ იმი­ტომ, რომ შევ­ძე­ლი, რომ მის გა­რე­შე ერთი წა­მიც არ ვყო­ფილ­ვარ, სულ მას­ზე ვსა­უბ­რობ­დით და სულ ჩვენ­თან ერ­თად იყო... ბო­ლოს აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში სო­ფელ­ში ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი... თვი­თო­ნაც მა­ლე­ვე უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო. 6 აგ­ვის­ტო იყო და მას შემ­დეგ ჩემ­თვის დრო არ გა­სუ­ლა. ძა­ლი­ან უყავ­რდა თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე და იმ წელ­საც ემ­ზა­დე­ბო­და...

6 აგ­ვის­ტოს ღა­მეს და­მი­რე­კეს, გი­ორ­გის ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბით, გან­გა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და სას­წრა­ფოდ ნა­წილ­ში გა­მო­ცხად­დე­სო. და­ვუ­რე­კე გი­ორ­გის, მგო­ნი ომი და­ი­წყო და გე­მუ­და­რე­ბი, თავს გა­უფრ­თხილ­დი-მეთ­ქი. ნუ გე­ში­ნი­აო, მი­თხრა, ეს იყო მისი ბოლო სი­ტყვე­ბი... გი­ორ­გის­თან იმ რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ან­მა ცხოვ­რე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლა. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული ანა რომ ვერ ნახა, ოც­ნე­ბობ­და გო­გო­ზე, სულ მე ვა­ტა­რე­ბო.

უზო­მოდ მზურნ­ვე­ლი მე­უღ­ლე და მამა იყო. წა­მე­ბის კად­რებს არ მაჩ­ვე­ნებ­დნენ, ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი მა­შინ. შემ­დეგ მხო­ლოდ და­სა­წყი­სი ვნა­ხე, ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე წამი... მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი, გი­ორ­გია-მეთ­ქი, მე­ტის ნახ­ვა ვერ შევ­ძე­ლი... სამ­შობ­ლოს შე­ე­წი­რა, რად­გან ვიცი, სხვა­ნა­ი­ა­რად არ შე­ეძ­ლო.

წყარო: ambebi.ge