თბილისში ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვა;ა
თბილისში ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვა;ა

A+ A-

16:39 08/08/2020

თბილისში, ფონიჭალაში ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა  და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ოჯახის ახლობლები საუბრობენ, თუ რა ვითარებაში გადმოვარდა 1 წლის ბავშვი მე-14 სართულიდან ფონიჭალაში.

მათი თქმით, იმ დროს როცა უბედური შემთხვევა, მოხდა მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ

„მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ, მუშაობენ, მათ ნუ დავადანაშაულებთ, ყურადღება არ მოკლებია უბრალოდ ასე მოხდა, უბედური შემთხვევა იყო. ორი დღეში ხდებოდა ერთი წლის. წაყვანილი ჰყავთ ექსპერტიზაზე. ჯერ არაფერი არ ვიცით, ველოდებით, რომ დაგვირეკონ და მოიყვანონ ბავშვი“, – ამბობს ოჯახის ახლობელი „პალიტრასთან“.