7 გარდაცვლილი და 60 ინფიცირებული - ჩინეთში ახალი ვირუსი SFTS-ი გამოჩნდა
7 გარდაცვლილი და 60 ინფიცირებული - ჩინეთში ახალი ვირუსი SFTS-ი გამოჩნდა

A+ A-

17:54 08/08/2020

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი SFTS-ი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 7 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 60-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Global Times-ი ავრცელებს. 

ვირუსი ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვლინდა. სპეციალისტების განმარტებით, ის ტკიპისგან დაინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს სისხლით ან ლორწოთი გადაეცემა.

გამოცემის ცნობით, 37-ზე მეტი ადამიანი ძიანსუს პროვინციაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაინფიცირდა, მოგვიანებით კი 23 ადამიანს ინფექცია ანხოის პროვინციაში აღმოუჩინეს.

წყარო: პრაიმთაიმი